რამდენიმე საათში ბათუმი თაფლის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ბულვარის კოლონადასთან ზუსტად 4 საათზე დაიწყება სადაც, ორმოცამდე მეფუტკრე სხვადასხვა სახეობის თაფლს ცოცხალი მუსიკის ფონზე წარმოადგენს.
გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიება. მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. თაფლის ფესტივალი პირველად ბათუმში 2015 წელს ჩატარდა.