სპორტი მთავარში

10 აგვისტო 2017, 00:00 1759 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თბილისში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებსა და  აკადემიის ბავშვებს შეხვდა. შეხვედრაზე ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის საჩემპიონო თასიც მიიტანეს. წყალბურთელებმა ფაჩულიას მოთამაშეების ხელმოწერილი სამახსოვრო ბურთი გადასცეს. ენბიეის საჩემპიონო თასთან ფოტოსესიაც გაიმართა.

2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკის მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ დღეს ფიდე-ს მაღალჩინოსნებს, ვიცე-პრეზიდენტს ისრაელ გელფერს და გენერალურ მდივანს ჯეფრი ბორგს უმასპინძლა. თბილისში დაგეგმილი მსოფლიო თასი შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე პრესტიჟული იქნება,  მასში მონაწილეობას მიიღებს ფიდე-ს საერთაშორისო რეიტინგში საწყის 25 პოზიციაზე მყოფი მოჭადრაკეები.  დღევანდელ შეხვედრაზე ბათუმში დაგეგმილ საჭადრაკო ოლიმპიადაზეც ისაუბრეს. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი გაისად, 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის ცენტრალურმა მცველმა - სოლომონ კვირკველიამ თავის გუნდს ქულა გადაურჩინა, ყაზანის რუბინთან შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა თავისი ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა უკვე კომპენსირებულ დროში შეძლო და განსაკუთრებულადაც აღნიშნა ეს გოლი. კვერკველია რკინიგზელთა რიგებში პირველ ტაიმშიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მოედანზე. შეგახსნებთ რომ ქართველი მცველი  ყაზანის რუბინიდან სათამაშო დროის დეფიციტის გამო გადავიდა ლოკომოტივში სადაც ხუთ ტურში უკვე ორი გოლის გატანა მოახერხა და რამდენჯერმე რუსეთის პრემიერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მოსკოვის ლოკომოტივი ამ მომენტისთვის რუსეთის ჩემპიონატს პეტერბურგის ზენიტთან ერთად 13 ქულით ლიდერობს.

 ბულვარის ტერიტორიაზე ქვიშის მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.ერთ-ერთი მოედნის დასრულება თვის ბოლოსთვის იგეგმება. განახლებულ სტადიონზე 30-31 აგვისტოს ქვიშის ფეხბურთში საქართველოს პირველობა გაიმართება. გათამაშებაში საქართველოს სხვადსხვა რეგიონის 8 გუნდი იასპარეზებს.  ჩემპიონატი პირველად ტარდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით.  ჩემპიონი გუნდი 2018 წელს ევროპის ჩემპიონთა თასზე გაემგზავრება.  5-10 სექტემბერს კი ბათუმი ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო  ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც ყაზახეთის, თურქეთის, ბელორუსიის, უკრაინის, აზერბაიჯანის და საქართველოს ორი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კომპლექსური მოედანი რომელიც ქვიშის ფეხბურთისთვის და ხელბურთისთვის არის გათვალისწინებული ოქტომბრის თვეში დასრულდება და ამავე თვეში ხელბურთში მასშტაბურ საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი