ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

09 აგვისტო 2017, 00:00 2132 ნახვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყება 9 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული აგრესიის შედეგად ქართული მიწების დაკარგვის, ასობით ადამიანის დაღუპვის, ათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილების ფაქტს ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიტვა საქართველოსთან ერთად იხსენებს ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკულ თარიღს, თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ახლობლებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს , ერთობლივი ძალისხმევით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობა არ შეწყვიტოს. უწყების ინფორმაციით, ლიტვა მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მოქმედებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ პარტნიორების ძალისხმევას ამ მიმართულებით. ლიტვის  საგარეო უწყებამ რუსეთი 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ე.წ. მცოცავი ოკუპაციით საქართველოს რეგიონების ანექსიაში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სისტემატიურ დარღვევაში დაადანაშაულა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი