ნატომ პუტინის დე ფაქტო აფხაზეთში ვიზიტი ნეგატიურად შეაფასა

09 აგვისტო 2017, 00:00 1868 ნახვა

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პუტინის სეპარატისტულ აფხაზეთში ვიზიტის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ნატო მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. ვიზიტი ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე განახორციელა.

დილან უაითი მიიჩნევს, რომ ეს რეგიონში მოლაპარაკებების გზით სიტუაციის დარეგულირების საერთაშორისო ძალისხმევას აფერხებს. უაითმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში ერთიანია. ,,ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს რეგიონების -აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შეცვლის არცერთ მცდელობას. " - დასძინა მან.

ამავე კატეგორიაში