ღოღობერიძე და ჩხვირკია პატიმრობაში რჩებიან

07 აგვისტო 2017, 00:00 2615 ნახვა

ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმის განხილვა დღეს კიდევ ერთხელ, ჯამში კი მესამედ გადაიდო. ერთ-ერთი ბრალდებული, მერაბ ღოღობერიძე კვლავ შეუძლოდ გახდა. შესაბამისად მოსამართლემ, მხოლოდ შუამდგომლობები განიხილა და მოწმეების დაკითხვა ვეღარ მოხერხდა.

პროკურორები საქმის ხელოვნურად გაჭიანურებასა და მანიპულაციაზე საუბრობენ, თავად ღოღობერიძე და მისი ადვოკატი კი ამტკიცებენ, რომ მას ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება. ღოღობერიძე სამედიცინო დაწესებულებაში 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, იგი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში