აჭარაში პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების დარიგება დაიწყო. ბათუმში, ბუკს 2 ათას 413 პირველკლასელი მიიღებს.
აჭარაში სულ 4 ათას 591 პირველკლასელია რეგისტრირებული. პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი” 2011 წლიდან ხორციელდება, რომელიც დაწყებითი კლასების გარდა პედაგოგების კომპიუტერებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.