რადიო აჭარის მაუწყებლობა აღდგა. გუშინ, შუაღამისას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს სტუდიები დაიტბორა, მიზეზი შენობის მეორე სართულეზე საცხოვრებელ ბინაში მილის დაზიანება გახდა. ამიტომ მთელი ღამის და დილის განმავლობაში რადიო მაუწყებლობა შეფერხებული იყო. აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლოაბში მიმდინარეობდა.