ქედაში მემორიალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჟამად წონიარისში მდებარე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკის სარესტავრაციო სამუშაოები ტარდება.
მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და დაირგვება მწვანე ნარგავები. უკვე აღადგინეს კოსტავას ქუჩაზე 9 აპრილის გმირთა მემორიალი. მიმდინარე სამუშაოებისთვის გამგეობას 50 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.