კონკურსი სტუდენტებისთვის

30 ივლისი 2017, 00:00 2988 ნახვა

კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარაში.

დაფინანსება გაიცემა ასევე სტუდენტებზე, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან, დედით ან მამით ობოლი, უდედმამო, მრავალშვილიანი ოჯახიდან ან სოციალურად დაუცველი რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათასზე ნაკლებია. მსურველებმა აჭარის განათლების სამინისტროს 22 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიმართონ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში