შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალულია

29 ივლისი 2017, 00:00 3014 ნახვა

შავი ზღვის სანაპირო ზოლში კვლავ წითელი ალმებია აღმართული. შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალულია.  შსს-ს ინფორმაციით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: არ შევიდნენ ზღვაში ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.

ამავე კატეგორიაში