ჯემიროქვაის რეპეტიცია

28 ივლისი 2017, 00:00 2065 ნახვა

ჯემიროქვაის კონცერტამდე დაახლოებით სამი საათი რჩება. ამ წუთებში ბენდის წევრები რეპეტიციას გადიან. ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტისთვის საჭირო ყველა ტექნიკური დეტალი გამართულია. სცენაზე დამონტაჟებულია აპარატურა, რომელიც სპეციალურად დღევანდელი კონცერტისთვის  ბათუმში ჩამოიტანეს.

ჯგუფის წევრები და სოლისტი საქართველოში  ევროპა-აზიის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. ორგანიზატორები კონცერტზე სრულ ანშლაგს ელიან. კონცერტს სავარაუდოდ 6 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრება. ჯემიროქვაიმ კონცერტი საქართველოში  2006 წელს, თბილისის ჯაზფესტივალის ფარგლებში გამართა. 

ამავე კატეგორიაში