სპორტი მთავარში

26 ივლისი 2017, 00:00 1796 ნახვა

ეროვნულ ლიგა 3 -ში 24 ივლისს, პირველი ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა, წითელი და თეთრი ჯგუფებიდან 10 -10 გუნდი ზედა და ევდა ჯგუფებში გადანაწილდნენ და სექტემბრიდან განსხვავებული მიზნებისთვის იბრძოლებენ, აჭარის რეგიონს ზედა ჯგუფში ქედის ბეთლემი წარმოადგენს, ეროვნული ლიგა - 3 ის ახალი ფორმატი და ქედის ბეთლემის სამომავლო გეგმები ჩვენს სპეციალურ რეპორტაჟში.

ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშა, ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 33-ე ჩოგანი დავიდ ფერერი გახლდათ,  6:2 3:6 6:3 ამ ანგარიშით იმარჯვა ესპანელმა ორ საათიან შეხვედრაში. საქართველოს პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშივილი 31 ივლისს ჰამბურგიდან კიცბუელში გადაინაცვლებს და სარეიტინგო ქულებს დაიცავს, ამჟამად ეიტიპის რეიტინგში ბასილაშვილი 62 ადგილზეა.

წარმატებული გამოდგა დღევანდელი დღე ქართველი მოცურავეებისთვის, ბუდაპეშტში მიმდინარე საწყლოსნო სახეობების მსოფლიოს ჩემპიონატზე, 50 მეტრზე გულაღმა სტილით ცურვაში რუსუდან გოგინაშვილმა საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა.  გიორგი ბიგანიშვილმა კი ვაჟთა შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით მე -5  გაცურვაში პირველობა არავის დაუთმო და კარიერის საუკეთესო შედეგი უჩვენა. ზოგადად კი მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების საერთო ჩათვლაში ჩინეთი ლიდერობს, 12 ოქრო 9 ვერცხლი და  3 ბრინჯაო აქვთ ჩინელებს, მეორე და მესამე ადგილებზე შესაბამისად რუსეთის და ა.შ.შ- ს ნაკრებები ინაწილებენ. რაც შეეხება წყალბურთს ამ წუთებში გოგონათა შორის ნახევარფინალური მატჩები იმართება - ა.შ.შ ნაკრები რუსეთს ეჯიბრება და მალე დაიწყება კანადისა და ესპანეთის შეხვედრაც. ხვალ კი ვაჟთა შორის ფინალისტები გამოვლინდებიან, თბილისის დროით 22:30 წუთზე საბერძნეთი -უნგრეთს შეხვდება, სერბეთი ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

გუშინ სამწუხაროდ ისევ ქართული გუნდების და ქართველი ფეხბურთელების გარეშე დაიწყო ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, სამტრედიის ბარიერის გადალახვის შემდეგ ყარაბახმა შინ ტირასპოლის შერიფთან ნულოვანი ფრე დააფიქსირა. ვაკო გვილიას გარეშე მოთამაშე ბორისოვის ბატე სტუმრად პრაღის სლავიასთან დამარცხდა, ჯაბა ჯიღაურის ვარდარმა კი ყველსათვის მოულოდნელად დანიურ კოპენჰაგენს მინიმალური ანგარიშით 1;0 სძლია. ბერძნულმა აეკმა შინ მოსკოვის ცეესკასთან დათმო შეხვედრა ანგარიშით 0;2,  ფრედ 2;2 დასრულდა მატჩი ბუქარესტში ადგილობრივ სტიაუასა და ვიქტორია პლზენს შორის. ბერძნულმა ოლიმპიაკოსმა კი სტუმრად ბელგრადის პარტიზანს 3:1 მოუგო.  ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები დღესაც გაიმართება, ერთი მატჩი დასრულდა უკვე ყაზახეთში სადაც ასტანამ ვარშავის ლეგიას 3:1 სძლია. ამ წუთებში კიევის დინამო იანგ ბოისს მასპინძლობს, ზალცბურგი რიეკას და ჰაპოელ ბიერ შევა ლუდოგორეცს.   დარცენილი 5 შეხვედრა ოდნავ მოგვიანებით დაიწყება.

გადავინაცვლოთ ამერიკაში სადაც ევროპული ფეხბურთის გრანდები არიან თავმოყრილი, გამთენიისას ლონდონის ტოტენჰემმა და იტალიურმა რომამ უხვგოლიანი და სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზეს მაყურებელს, ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე, პეროტიმ გახსნა, 70-ე წუთზე კი უნდერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ლონდონელები მატჩის გადარჩენას შეეცადნენ და ახლოს იყვნენ ამ ყველაფერთან 89-ე და 91-ე წუთებზე უინკსმა და იანსენმა გაათანაბრეს ანგარიში, თუმცა მალევე ტუმინელომ ისევ წინ გაიყვანა რომაელები და საბოლოო ანგარიში 2:3 დააფიქსირა. ხვალ გამთენიისას რამდენიმე საინტერესო მატჩია დაგეგმილი - ბარსელონა მანჩესტერ იუნაიტედი, პარისენჯერმენი - იუვენტუსი და მანჩესტერ სიტი მადრიდის რეალი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი