“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიში

26 ივლისი 2017, 00:00 3849 ნახვა

მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოს  საქმიანობა იყო  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის საგანი. 38 გვერდიან დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებაზეა საუბარი, მათ შორის  დეპუტატების მიერ ინიცირებული და მიღებული კანონების შესახებ, ასევე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ბიზნეს საქმიანობაზე. კვლევა 2012-დან 2016 წლამდე პერიოდს ეხება. 

კვლევის ფარგლებში რეკომენდაციებთან ერთად შენიშვნებიც არის, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს. არ ჩატარებულა სამთავრობო საათი, პრობლემური იყო გაცდენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება - წერია დოკუმენტში. მესამე სექტორის რეკომენდაციაა საკანონმდებლო საქმიანობა გააქტიურდეს,  მთავრობაზე კონტროლი გაიზარდოს. ხელმისაწვდომი გახდეს საჯარო ინფორმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციაში სამი დეპუტატის ბიზნეს ინტერესებზეც საუბრობენ. ესენი არიან: დავით ბაციკაძე, ჯემალ ფუტკარაძე და აკაკი ძნელაძე. მათი თქმით აღნიშნული ქმედება  კანონთან შეუსაბამოა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში