არჩილ დევრიშაძის პროცესი

26 ივლისი 2017, 00:00 2546 ნახვა

შეუფარდებს თუ არა სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით არჩილ დევრიშაძეს წინასწარ პატიმრობას და დაკმაყოფილდება თუ არა პროკურატურის მოთხოვნა, ეს სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. არჩილ დევრიშაძეს ბრალი, ხულიგნობის მუხლით აქვს წარდგენილი, თუმცა იგი ბრალს არ აღიარებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ არჩილ დევრიშაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა ჯერ არ შესულა. პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებას, პატიმრობას ითხოვს. დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმეში არსებული ის მტკიცებულებები, რომლებიც მათ გუშინ გადაეცათ, პატიმრობის საფუძველი ვერ გახდება.

პოლიციელ არჩილ დევრიშაძის საქმეში დაზარალებულად 6 პირია ცნობილი, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ინციდენტის დროს ქობულეთში, რუსთველის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და ფაქტს შეესწრნენ. მათი მტკიცებით, სამართალდამცავმა არჩილ დევრიშაძემ რომან ქათამაძის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, ამასთან მას სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. არჩილ დევრიშაძე ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურა მას ქობულეთში მცხოვრები მოქალაქის, რომან ქათამაძის მისამართით საშტატო ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლაში ადანაშაულებს. როგორც პროკურატურის განცხადებაში იყო ნათქვამი, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, მაგრამ სამსახურებრივი მაისური ეცვა. რომან ქათამაძეს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. ამ ქმედებით მან საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი