ქობულეთში სროლის ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს

22 ივლისი 2017, 00:00 3139 ნახვა

ამ დრომდე უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ქობულეთში გუშინ მომხდარ სროლის ფაქტზე. შემთხვევას გენერალური ინსპექცია სწავლობს. ინციდენტში მონაწილე მხარეები გუშინ გვიან ღამით პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. რომან ქათამაძე აცხადებს, რომ გამოძიება მომხდარით დაინტერესდა. გამოძიების შეკითხვებს უპასუხეს მისმა ძმამ, რომელიც შემთხვევის დროს თან ახლდა და ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

პროკურატურაში იმყოფებოდა არჩილ დევრიშიძეც, რომელსაც ქათამაძე მისი მისამართით გასროლაში ადანაშაულებს. მას და ადვოკატს კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუმცა უფლებადამცველი პირად საუბარში ამბობს, რომ პროკურატურაში ექსპერტები დახვდნენ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, რასაც არ დათანხმდნენ, რადგანაც მისი თქმით უცნობია რა მუხლით აღიძრა საქმე, განზრახ მკვლელობის მცდელობის თუ სამსახურეობრივი უფლება - მოვალეობის ბოროტად გამოყენების. ასევე უცნობია დაიკითხა თუ არა ტაქსის მძღოლი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი