ხმაურიანი განცხადებებით გამორჩეული ჭყონდიდის მიტროპოლიტი დღეს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. პეტრე ცაავამ დახურული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიება ტენდენციურია, დეკანოზი გიორგი მამალაძე კი უკანონო ბრალდებული. საქმის მთავარი პროკურორი მიტროპოლიტის პოზიციას დაინტერესებული მხარის სუბიექტურ მოსაზრებას უწოდებს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მეზობლებიც დაკითხეს. აქვე კიდევ ერთი დეტალი, დაცვის მხარის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს ზაზა ოხანაშვილს დისტანციურად, სკაიპის საშუალებით