საქმე რომელის გამოც ორმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორთვიანი გამოძიების შედეგად გაუჩინარებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეში საეჭვო ვერაფერი იპოვა. ადვოკატი აცხადებს რომ შემთხვევის ადგილზე ვიდეო - კამერები დაზიანებული იყო და შესაბამისად პოლიციელები ვერაფერს იპოვნიდნენ.
გამოძიებას პროკურატურა გააგრძელებს. როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან ბაქოში კვლავ ბუნდოვანია. მინისტრის განცხადებით სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ამასთან, დღესვე პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია რომ მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებაც მუხთარლის საქმეს უკავშირდება.