ბათუმის მოვლენებზე დაკავებულთა ნაწილთან საპროცესო გარიგება შედგა. 9-ვე ბრალდებული დღეს პროკურატურის შეთავაზებას დასთანხმდა და ხელი შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერეს.
ორ ერთ წლით, 7-ს კი წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა, ცხრავეს კი სამწლიანი პირობითი მსჯავრი მიესაჯა. დაკავებულთა შორისაა ის პირი, რომელმაც 11-12 მარტის აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება.