აჭარის მთავრობის თავმჯდომარე “მთავარის” ინფორმაციას კანდიდატებთან დაკავშირებით არც უარყოფს და არც ადასტურებს. “დამერწმუნეთ ყველა კანდიდატი იქნება ღირსეული, ერთგული, პროფესიონალი, რომელსაც უყვარს რეგიონი.” - აცხადებს ზურაბ პატარაძე.
კითხვაზე იქნებიან თუ არა საარჩევნო სიაში ლაშა კომახიძე, ლევან გორგილაძე და მირიან ქათამაძე ზურაბ პატარაძე პასუხობს რომ: “ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს.”
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის მერობის კანდიდატად ლაშა კომახიძე განიხილება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გორგილაძე სავარაუდოდ ქედის გამგებლობის კანდიდატი იქნება, გორგილაძე კონსულტაციებს ადასტურებს. რაც შეეხება ქობულეთის გამგებლობის კანდიდატს, ის სავარაუდოდ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე იქნება.