აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქობულეთის გამგებლობის კანდიდატი სავარაუდოდ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე იქნება.
ქათამაძე ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. “ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე. საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ამ ეტაპზე მე ვარ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. ბევრი საქმე მაქვს და ვაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. რაც შეეხება კონსულტაციებს, ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ” - განუცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მირიან ქათამაძემ.