დღეს ბათუმში უკრაინის პრეზიდენტს ელოდებიან. პეტრო პოროშენკო ზღვისპირა ქალაქს უკრაინის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან ერთად ეწვევა. უკრაინის პრეზიდენტი პირველ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართავს.
მოგვიანებით კი იგი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ,,აჭარის საინვესტიციო ფორუმს“ გახსნის. სწორედ ამ ღონისძიებაზე მოეწერება ხელი აჭარასა და ოდესის ოლქს შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის შეთანხმებას.