აბიტურიენტები დღეს გამოცდას არჩევით საგანში აბარებენ. ისტორიის გამოცდა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სესიის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთი იყო. აბიტურიენტების შეფასებით, ტესტები საშუალო სირთულის იყო, დრო კი დავალებების შესასრულებლად საკმარისი.
ბათუმის საგამოცდო ცენტრში დაგვიანების 1 შემთხვევა დაფიქსირდა, 27 აბიტურიენტი კი არ გამოცხადდა. მეორე ცვლაშიც ისტორიის გამოცდა ჩატარდება.