ღოღობერიძე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს

15 ივლისი 2017, 00:00 2575 ნახვა

“დაინტერესდა ვინმე რატომ გამიყვანეს ღამის საათებში საკნიდან?” - განაცხადა ბრალდებულმა მერაბ ღოღობერიძემ თავის შესავალ სიტყვაში. მისი თქმით, პატიმრობის პერიოდში ის საკნიდან გაიყვანეს და ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ადვოკატი ამის შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს. მერაბ ღოღობერიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს რომ მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში