დაშავებული შუახნის ქალბატონია. ის რუსთაველის ქუჩაზე მეუღლესთან ერთად გადადიოდა. მამაკაცის ინფორმაციით, ავტომობილი მსუბუქად მასაც შეეჯახა,თუმცა ის არ დაშავებულა. რუსთაველის ქუჩაზე იმ მონაკვეთზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ზებრა გადასასვლელი არ არის.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული.