უკავშირდება თუ არა არჩევნებს სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა? 

11 ივლისი 2017, 00:00 2941 ნახვა

 ამ მუნიციპალიტეტში სულ 64 სოფელია. თითქმის ყველა, წლებია სოფლის ცენტრის მოწყობას ითხოვს. საუბარია გარე განათებაზე, სანიაღვრე არხებზე, მოსაცდელების და სოფლის სახლების კეთილმოწყობა/რეაბილიტაციაზე.

აღმოჩნდა, რომ 64-ვე სოფლისთვის ქედის გამგეობას ინფრასტრუქტურული პროექტები 2017 წლის ბიუჯეტში გაუთვალისწინებია. ტენდერები ნაწილზე უკვე გამოცხადებულია. სამუშაოები სხვადასხვა დროს, საერთო ჯამში კი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მოკლედ მშენებლობა, რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა არჩევნების პერიოდს დაემთხვევა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში