“ბერმუხა” 35 წლისაა. 1982 წელს შექმნილი ანსამბლი მომავალ თაობას უძველეს ტრადიციულ ცეკვებს და ილეთებს უნახავს.
არაერთი ჯილდოს მფლობელ ანსამბლში სულ 10 წევრია, აქედან ერთი ქალი. უხუცესი მუხამედ ირემაძე 95 წლისაა. ზემო აჭარული განდაგანა და ხორუმი დღეს მოცეკვავეებმა, იუბილესთან დაკავშირებით, ხულოს სახელმწიფო თეატრში შეასრულეს.