ქართული პროდუქციის მაღალ მოთხოვნაზე საუბრობენ ბელარუსიაში. ქვეყნის ვიცე-პრემიერი, მიხეილ რუსი აცხადებს, რომ მალე ადგილობრივ ბაზარზე ქართული მინერალური წყლები გამოჩნდება.
საკითხები, რომლებიც სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ურთიერთანამშრომლობას ითვალისწინებს, აჭარის დელეგაციის წევრებისა და ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დროს გადაწყდა. გაიწერა სამომავლო გეგმები, რომლებიც აჭარაში კონკრეტული მიმართულებების გაძლიერებას ეხება.