საპატრიარქო მცოცავ ოკუპაციაზე

08 ივლისი 2017, 00:00 2240 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” სასაზღვრო ზოლის გადმოწევის საკითხს გამოეხმაურა. გავრცელებულ წერილში წერია: „აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ აღნიშნული პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს.“


„ცნობამ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” სასაზღვრო ზოლის გადმოწევის შესახებ აღაშფოთა საქართველოს მოსახლეობა. სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ გავხდით მოწმე მსგავსი ქმედებისა, ვინაიდან ჩვენის მხრიდან ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება დიდი პროვოკაციის მიზეზად იქცეს, შევთხოვთ ღმერთს, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და აღუდგინოს მას თავისი საზღვრები“

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი