დაკავებულების ახლობლებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან

03 ივლისი 2017, 00:00 2460 ნახვა

11-12 მარტის მოვლენების დროს სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან. შეხვედრა უმაღლესი საბჭოს შენობაში, ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

დაცვის მხარის ინფორმაციით, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პროკურატურასთან შუამდგომლობას სთხოვენ. მათი სურვილია, საპროცესო შეთანხმების პირობები, დაკავებულების მიმართ, თანაბრად იყოს შეთავაზებული. კანონმდებლებთან შეხვედრა  მას შემდეგ გადაწყდა, რაც რამდენიმე დღის წინ დაკავებულების ახლობლებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში