11-12მარტის მოვლენების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან

03 ივლისი 2017, 00:00 3178 ნახვა

11-12 მარტის მოვლენების დროს სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს შეხვდებიან. დაცვის მხარის განცხადებით, ისინი მთავრობის წევრებს პროკურატურასთან შუამდგომლობას სთხოვენ. 

უმაღლეს საბჭოში შეხვედრა 15 საათზეა ჩანიშნული. რამდენიმე დღის წინ დაკავებულების ახლობლებმა აჭარის მთავრობასთან, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი, ზურაბ პატარაძესთან აუდიენციას ითხოვდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა რომ 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები შეხვდებოდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში