საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა სექტემბერში გაგრძელდება

01 ივლისი 2017, 00:00 2283 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას კანონმდებლები სექტემბერში მიუბრუნდებიან. დეპუტატები პრეზიდენტის ვეტოს პროგნოზირებენ. არ გამორიცხავენ, რომ დამატებითი კონსულტაციები მესამე მოსმენამდე გაიმართოს და დოკუმენტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები შევიდეს.

მაჟორიტარი დეპუტატები  გარკვეულ კომპრომისზე საუბრობენ, შესაძლოა ისინი 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დათანხმდნენ. აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ მათი მოსაზრების მიუხედავად, გუნდის საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მხარს დაუჭერენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში