ნაწილობრივ ამოქმედდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონიც. კანონპროექტით მოხელისათვის კლასის მინიჭება მოხდება მხოლოდ შეფასების შედეგების გათვალისწინებით.
კანონის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე, ასევე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე.
წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი, დღეიდან 31 დეკემბრამდე, საჯარო დაწესებულებაში მოხელის მიმართ არ გამოიყენება მოხელის შეფასებისა და წახალისებისათვის ამ კანონით დადგენილი ნორმები.