ზღვისპირა პარკში ტერიტორიის დანაგვიანებითვის წელს ამ დრომდე ორი პირია დაჯარიმებული. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მონიტორინგი მკაცრდება.
ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება. 2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება. 2კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარენებით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირს-300, ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარის გადახდა მოუწევს. 1000 ლარით დაჯარიმდება პირი თუ ტერიტორიაზე სამშენებლო მასალებს დაყრის.
ყველაზე მეტი საჯარიმო ოქმი ბულვარის დაბინძურებისთვის 2015 წელს შედგა. 2 წლის წინ ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის 106 პირი დააჯარიმეს. 2014 წელს - 90, 2013 წელს - 11, 2012 წელს კი 15 პირი დაჯარიმდა. გასულ წელს ბულვარის დაბინძირების გამო სამართალდარღვევის 3 ოქმი შედგა.