სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არა აქვთ, არსებული კანონმდებლობით საარსებო შემწეობას ვერ ღებულობენ. კანონის ამ ნორმას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ასაჩივრებს. მათი განცხადებით, კანონის ეს ნორმა მოქაალაქეებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რადგანაც ადამინები, რომლებსაც არ აქვთ საცხოვრებელი ფართი, ვერ ავსებენ ანკეტას და შესაბამისად ვერ რეგისტრირდებიან სოციალურ დაუცველთა ბაზაში.
სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.