საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
რომელშიც ნათქვამია, რომ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა და დილიდან საიტზე აღარ არის. “ განცხადებაში განმარტებულია, რომ დაინტერესებულ პირებს იგივე ჩანაწერის ნახვა საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ გვერდზე შეუძლიათ.