ახალი მოსამართლე  ბათუმის აქციის საქმეში 

23 ივნისი 2017, 00:00 2868 ნახვა

2 საპროცესო შეთანხმება, პატიმრობის, პირობითი მსჯავრის და აღიარების სანაცვლოდ. ბათუმის აქციის საქმის 21 ბრალდებულიდან, 1 გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, ორთან შეთანხმება შედგა, დანარჩენი 18 კი წინასწარ პატიმრობაში რჩება, აქედან ორს ედავება პროკურატურა აქციის ორგანიზებას.

ღევანდელ პროცესზე სულ 8 პირის საქმე განიხილებოდა, დარჩენილი 6 ბრალდებულის საქმეს ლევან გელოვანი განიხილავს. იგი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ ბათუმში ერთი თვის წინ გაამწესა, მისი სამოსამართლო კარიერა სწორედ ამით იწყება.  

რაც შეეხება ირაკლი შავაძეს, 1 ივლისიდან სისხლის სამართლის საქმეებს აღარ განიხილავს, საკუთარი გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაინაცვლებს. ვინ არის ახალი მოსამართლე, ასევე რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე?

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში