25-ის ნაცვლად 5 მუხლი, შემცირებული და პრინციპების დონეზე გაწერილი კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ოღონდ ოპოზიციის გარეშე, 115 ხმით. ცვლილებები, ორგანულ კანონზე დაყრდნობით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის კონსტიტუციაში უნდა გაწეროს, რისთვისაც ქვეყნის კონსტიტუციის დამტკიცებიდან 6 თვიანი ვადა ექნება.
კანონში რამდენიმე ძირითადი ჩანაწერი შეიცვლება, ორი სამინისტროების შექმნას და მინისტრების დანიშნვისას უფლებების რეგიონისთვის დელეგირებას ეხება, მესამე კი მთავრობის თავმჯდომარის, წარდგენის, კონსულტაციების და უნდობლობის გამოცხადების მუხლს.