საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადება

21 ივნისი 2017, 00:00 2336 ნახვა

საკურორტო სეზონის გახსნის ღონისძიებების გამართვა, გამარტივებული შესყიდვის გზით, ტენდერის გარეშე, აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის კომპანიას დაუკვეთა - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა განაცხადა. საუბარია 105 500 ლარის განკარგვაზე. მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ უწყებას საკურორტო ღონისძიებებისთვის სამზადისი გაცილებით ადრე უნდა დაეწყო და ტენდერში მონაწილეობის საშუალება სხვა კომპანიებისთვისაც მიეცა. იგი გამარტივებული შესყიდვის გამოყენების მიზანშეწონილობაზე საუბრობს.  

უწყებაში კი აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების გამართვა კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვის საფუძველზე დაევალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი