არაერთი მოთხოვნის და განცხადების შემდეგ დეკანოზის ოჯახის წევრების და საქართველოს პატრიარქის შეხვედრა შედგა. ბრალდებულის ძმა, როგორც შეხვედრამდე, შეხვედრის შემდეგაც ამტკიცებს, რომ პატრიარქი საქმესთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობს, საპირისპიროს აცხადებს მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. ასევე ურთიერთსაპირისპირო განცხადებები გაკეთდა დეკანოზის ზიარებასთან დაკავშირებითაც.
თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ საუბარს სასულიერო პირები აწყვეტინებდნენ, რასაც ბოტკოველი ტენდენციურს უწოდებს. მამალაძის თქმით, ილია მეორე დეკანოზის დაკავებას ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. უფრო დეტალურად რაზე ისაუბრეს ბრალდებულის ოჯახის წევრებმა და რა უთხრა მათ პატრიარქმა.