ბავშვების წერილები ქართველ მშვიდობისმყოფელებს. ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის შტაბბინაში დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო.
„წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.