საკონსტიტუციო პროექტზე მსჯელობა პარლამენტში დაიწყება

18 ივნისი 2017, 00:00 2662 ნახვა

პარლამენტი კონსტიტუციის პროექტის განხილვას, სავარაუდოდ, 21 ივნისიდან დაიწყებს. პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარადგენს. კანონმდებლები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაზეც იმსჯელებენ.

მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის შენიშვნები უნდა გაიზიაროს. საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით უკმაყოფილოა.

კრიტიკის მთავარი საკითხები: პრეზიდენტის დანიშვნის წესი, გადაუნაწილებელი მანდატები, საარჩევნო სისტემა და ქორწინების განსაზღვრის დეფინიცია.  ამ დრომდე ღიად რჩება საკითხი - გაუქმდება თუ არა ქვეყანაში 2020 წელს მაჟორიტარული სისტემა. ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს.  მმართველი გუნდის  ნაწილი და  მაჟორიტართა უმეტესობა კი მაჟორიტარული სისტემის დატოვების მომხრეა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში