ხვალიდან მე 11კლასელთა გამოსაშვები გამოცდები იწყება. მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში ჩააბარებენ. დღეს კი პრეტესტი უტარდებათ. გამოცდები სკოლებში დილიდან მიმდინარეობს.
მოსწავლეების შეფასებით, ტესტები საშუალო სირთულისაა. პრეტესტი ოთხივე საგნის დავალებებს მოიცავს. გამოცდები ელექტრონული ფორმით, ე.წ. კატის პრინციპით ტარდება. საგამოცდო ბარიერი 5,5 ქულაა. მხოლოდ ბათუმის სკოლებში 1 900-მდე მეთერთმეტეკლასელი სწავლობს.