განსახლებას არა, მაგრამ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს ქედის მოსახლეობა. მათ თითქმის ერთი წლის წინ საკრებულოში პეტიციაც შეიტანეს, თუმცა რეაგირება ადგილობრივების მოთხოვნებს დღემდე არ მოჰყოლია.
ერთ-ერთი ასეთია ქუჩებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი, რომელსაც ისინი უსაფრთხოების მიზნით ითხოვენ.
რამდენად ხშირად ითვალისწინებენ მოსახლეობის პრეტენზიებს ადგილობრივ თვითმმართველობაში და რატომ ვერ გამოიძებნა თანხა კონკრეტული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის ქედის ბიუჯეტში - ილონა შავლიძემ გაარკვია.