სპორტი ბარიერების გარეშე

17 ივნისი 2017, 00:00 2066 ნახვა

“სპორტი ბარიერების გარეშე”-ამ სახელწოდებით სპორტის 4 სახეობაში, მინი-ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკსა და მძლეოსნობაში ჩემპიონატები მიმდინარეობს. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენი მონაწილეობს.

ჩემპიონეტები სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.  დღეს  კი ბათუმი მინი-ფეხბურთის ტურნირს  მასპინძლობს. გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, რომელიც 21 ივნისს ანაკლიაში გაიმართება.

ღონისძიება აჭარის რეგიონული მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა რისთვისაც ბიუჯეტიდან 18 000 ლარია გამოყოფილი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი