ქალი კანდიდატების მხარდაჭერა - დისკუსია

16 ივნისი 2017, 00:00 2992 ნახვა

ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში და ქალი კანდიდატების მხარდაჭერა - დისკუსია გენდერის მედიაცენტრში. შეხვედრას სახელმწიფო სტრუქტურების, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი  მამაკაცები ესწრებიან.  დისკუსიის ფარგლებში   ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობასა  და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საქმეში  მამაკაცების  როლზე მსჯელობენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ორგანიზებით, 2017 წლის 6 ივნისიდან, საქართველოში ახალი კამპანია დაიწყო, რომელიც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაციას  ისახავს მიზნად.  

კამპანია  პროექტის „თანასწორობა იგებს’’ ფარგლებში იმართება,  რომელსაც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი