86 მომხრე 9 წინააღმდეგი პარლამენტმა

15 ივნისი 2017, 00:00 2255 ნახვა

86 მომხრე  9 წინააღმდეგი პარლამენტმა " ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსში" შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილების თანახმად,   უქმდება გამგებლის პოსტი. ადგილობრივ დონეზე იქმნება აღმასრულებელი საკანონმდებლო ორგანოები. მერი კი სამსახურის უფროსებსა და მოადგილეებს საკრებულოს თანხმობის გარეშე ვეღარ დანიშნავს. მცირდება თვითმმართველი ქალაქების, ასევე  მუნიციპალიტეტების რაოდენობა. 12 თვითმმართველი ქალაქიდან სტატუსს  5 -  ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი შეინარჩუნებენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში