აჭარის უმაღლეს საბჭოშო, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა სამ საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“. დღეს ასევე განიხილეს დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“.