"უფლება არ გაქვს მორალს მიკითხავდე. მინისტრის მოადგილე პორნოგრაფიის გამავრცელებელი იყავი " - ასე მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა განათლების კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილს.
"პორნოგრაფია არის თქვენი გადაღებული, არ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ ადამიანის უფლებებზე" - ასე უპასუხა ბაგრატიონის რეპლიკას ლადო მგალობლიშვილმა.
უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაიწყო.
სიტყვიერი შელაპარაკება რეგიონიდან ხეების გადატანაზე, რეპერების დაკავებაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქალაქის ცენტრიდან გაუჩინარებაზე, აჭარის სტატუსის შესახებ კანონსა და 11-12 მარტის მოვლენებზე საუბარს მოყვა.