11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

15 ივნისი 2017, 00:00 3717 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს განახლდება 11-12 მარტის მოვლენებისას, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 9 პირის პროცესი. 
გამოიკითხებიან, პროკურატურის მიერ მოწმის სახით წარმოდგენილი გამომძიებლები და პოლიციელები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მოიპოვეს მტკიცებულებები. 

ადვოკატებს, უკვე გადაეცათ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გამოძიებამ, აქციაში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება მოახდინა. 
11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, სულ 21 პირი დააკავეს. მათ  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ედებათ, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, პოლიციასა და სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში