ამერიკელ რესპუბლიკელ კონგრესმენ სტეფან სკალისის დღეს დილით, დედაქალაქთან ახლოს, ვირჯინიის შტატში, ალექსანდრიაში ესროლეს-ინფორმაციას ამის შესახებ " target="_blank">„ამერიკის ხმა ''ავრცელებს.
ადგილობრივი საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, სკალისი თეძოს არეშია დაჭრილი და ახლა სტაბილურ მდგომარეობაშია.
კონგრესმენსა და მის თანმხლებ პირებს მაშინ ესორლეს, როდესაც ისინი ყოველწლიური ბეისბოლის მატჩისთვის ემზადებოდნენ. მატჩი ხვალ უნდა გამართულიყო. გავრცელებული ცნობებით, დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი. ადგილზე მყოფი რესპუბლიკელი კონგრესმენის მო ბრუკსის თქმით, მათ შორისაა სავარაუდოდ ორი სამართალდამცველი და კონგრესმენის აპარატის ერთი თანამშრომელი.
ალექსანდრიის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა სროლის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტიც.
„ღრმად ვართ დამწუხრებულები ამ ტრაგედიით. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ჩვენი ფიქრები ახლა არის სწორედ კონგრესის წევრებთან, მათ თანამშრომლებთან, პოლიციელებთან, ვინც პირველად მოახდინა რეაგირება, და ყველა მათგანთან, ვინც ამ შემთხვევამ დააზარალა," - ვკითუხლობთ პრეზიდენტის განცხადებაში.
სკალიზი წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც პასუხს აგებს შიდაპარტიულ დისციპლინასა და შიდაპარტიული არჩევნების პროცედურებზე.